კონფიდენციალურობის პოლიტიკა
1. ზოგადი ინფორმაცია
1.1. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა („პოლიტიკა“) განმარტავს, თუ როგორ აგროვებს, ამუშავებს და იცავს შპს „ელჟურნალი“ („ClassAtlas“) მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს.
1.2. პოლიტიკა ვრცელდება ყველა იმ პირზე, ვინც სარგებლობს ClassAtlas პლატფორმით, მათ შორის:
- ორგანიზაციებზე (საგანმანათლებლო/შემოქმედებითი ცენტრები, სკოლები, სტუდიები), რომლებიც რეგისტრირდებიან პლატფორმაზე;
- მშობლებზე და მოსწავლეებზე, რომლებიც რეგისტრირდებიან კონკრეტულ ორგანიზაციაში.
2. ვინ არის მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი
2.1. ორგანიზაცია, რომელიც რეგისტრირდება ClassAtlas-ზე და იყენებს მის სერვისებს, არის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი (Controller). იგი განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და პირობებს.
2.2. ClassAtlas მოქმედებს როგორც დამმუშავებელი (Processor) და უზრუნველყოფს მხოლოდ ტექნიკურ ინფრასტრუქტურას მონაცემების შესანახად და სამართავად ორგანიზაციის დავალებით.
2.3. შესაბამისად:
- მშობლისა და მოსწავლის წინაშე პასუხისმგებელია უშუალოდ ორგანიზაცია;
- ClassAtlas პასუხისმგებელია მონაცემთა ტექნიკურ უსაფრთხოებაზე.
3. რა მონაცემებს ვაგროვებთ
ClassAtlas-ის გამოყენებისას შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი მონაცემები:
- ორგანიზაციის წარმომადგენლის სახელი, გვარი, ტელეფონი, ელფოსტა, საიდენტიფიკაციო კოდი;
- მშობლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონი, ელფოსტა (არასავალდებულო), დაბადების თარიღი;
- მოსწავლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და სწავლის შესახებ ინფორმაცია (ჯგუფი, კლასები და სხვ.).
4. მონაცემთა დამუშავების მიზნები
პერსონალური მონაცემები მუშავდება შემდეგი მიზნებისთვის:
- მომსახურების ხელშეკრულების შესრულება;
- მოსწავლის რეგისტრაცია და სწავლის პროცესის ორგანიზება;
- მშობელთან კომუნიკაცია და შეტყობინებების მიწოდება;
- საფასურის აღრიცხვა და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
- მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
5. მონაცემთა შენახვა
5.1. მონაცემები ინახება ClassAtlas-ის სერვერებზე (ამჟამად Digital Ocean, მომავალში შესაძლოა AWS ან სხვა სერტიფიცირებულ ქლაუდ-პროვაიდერზე).
5.2. მონაცემები ინახება მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და მის შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში, თუ კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი.
6. მონაცემთა გაზიარება
6.1. მონაცემებზე წვდომა აქვს მხოლოდ შესაბამის ორგანიზაციას (controller).
6.2. ClassAtlas არ გადასცემს მონაცემებს მესამე პირებს ორგანიზაციის დავალების გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა.
6.3. ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა მონაცემების ნახვისა და რეპორტების ჩამოტვირთვის პლატფორმიდან (მაგ., Excel ფორმატში).
7. მონაცემთა სუბიექტის უფლებები
მშობლებსა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს, როგორც მონაცემთა სუბიექტებს, აქვთ:
- მიიღონ ინფორმაცია, მუშავდება თუ არა მათი მონაცემები;
- გაეცნონ და მიიღონ მონაცემების ასლი;
- მოითხოვონ მონაცემების გასწორება, განახლება ან შევსება;
- გააუქმონ თანხმობა (თუ დამუშავება ეფუძნება თანხმობას);
- მოითხოვონ მონაცემების წაშლა ან დაბლოკვა კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებზე;
- მოითხოვონ მონაცემთა გადაცემა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისადმი, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია;
- არ დაექვემდებარონ მხოლოდ ავტომატიზებულად მიღებულ გადაწყვეტილებებს;
- მიმართონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში.
8. მონაცემთა უსაფრთხოება
ClassAtlas იყენებს ტექნიკურ და ორგანიზაციულ უსაფრთხოების ზომებს, მათ შორის:
- დაშიფრული კავშირი (SSL);
- ავტორიზაციის კონტროლი;
- მონაცემთა ბაზის სარეზერვო ასლები;
- მონაცემთა წვდომის შეზღუდვა მხოლოდ უფლებამოსილი თანამშრომლებისთვის.
9. ფორს-მაჟორი და პასუხისმგებლობის შეზღუდვა
9.1 ClassAtlas პასუხისმგებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა დარღვევა გამოწვეულია მისი ბრალდებული ქმედებით.
9.2 ClassAtlas არ არის პასუხისმგებელი იმ მონაცემებზე, რომელთა შინაარსსაც განსაზღვრავს ორგანიზაცია.
10. პოლიტიკის ცვლილებები
ClassAtlas იტოვებს უფლებას, დროდადრო განაახლოს წინამდებარე პოლიტიკა. ცვლილებები გამოქვეყნდება პლატფორმაზე და ძალაში შევა მათი გამოქვეყნებისთანავე.